USCAP ამერიკისა და კანადის პათოლოგთა აკადემიაა, რომელსაც 157 ელჩი ჰყავს როგორც აშშ-ს ფარგლებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 

ელჩობის პროგრამა გულისხმობს ახალგაზრდა თაობის პათოლოგანატომების ურთიერთკავშირს, ინფორმაციის მიმოცვლას, კარიერულ განვითარებას და აკადემიის საქმიანობაში ჩართვას უკეთესი ექიმების შესაქმნელად.

ზუსტად ასეთია USCAP-ის მისია - შექმნას უკეთესი პათოლოგანატომი, "creating a better pathologist".

ელჩების სიას საქართველოდან პირველად შეემატა მანანა ჯიქურაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის "პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია" დამამთავრებელი წლის რეზიდენტი, საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის, USCAP-ის და ESP-ის (ევროპის პათოლოგთა საზოგადოების) ახალგაზრდა წევრი.

საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაცია უსურვებს მანანას წარმატებებს და იმედოვნებს, რომ ის ეფექტურად შეასრულებს აკადემიის მისიას !

 

წყარო: https://www.uscap.org/ambassador-react/

უკან