როგორც მოგეხსენებათ, Covid-19 პანდემიის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დროებით შეწყვეტილია რეზიდენტების შეხვედრები პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტში.აღნიშნულის გამო, პროგრამის დირექტორისა და რეზიდენტების ინიციატივით, გრძელდება მუშაობა ონლაინ რეჟიმში და ტრადიციულად, ხუთშაბათობით, 5სთზე, ვიკრიბებით უკვე G-Meet-ში!შეხვედრები დაეთმობა საინტერესო შემთხვევებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვას.
ეწვიეთ facebook გვერდს, შეხვედრებზე ინფორმაციის მისაღებად.
https://www.facebook.com/groups/1715592045386488