თეონა მუზაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში დასაქმებული ახალგაზრდა პათოლოგანატომი - ევროპის პათოლოგთა საზოგადოების ESP მიერ გამოცხადებული გრანტის ,,Giordano Fellowship’’ -ის გამარჯვებულია. პროფესორ ალფონსო ჯორდანოს სახელობის გრანტი ახალგაზრდა პათოლოგანატომების კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს ევროპის ტრენინგ ცენტრებში. დასახელებული პროგრამის ფარგლებში თეონა მუზაშვილი გაემგზავრება გერმანიაში, ერლანგენის უნივერსიტეტში და იმუშავებს უროგენიტალური ტრაქტის პათოლოგიაში დარგის წამყვან სპეციალისტთან, პროფესორ არნდტ ჰარტმანთან ერთად.
საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაცია კარიერულ წინსვლას უსურვებს თეონას!
წყარო: https://tsmu.edu/ts/news/axalgazrda_paTologanatomis_gamarjveba/5488?fbclid=IwAR3vFZFCoOJt0NOk2a4iWtfQXmYBEFC_t0lCwd07lrw30eic5Elzm1kINak