სარეზიდენტო მზადების პროგრამის „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია" რეზიდენტებისა და ხელმძღვანელების მიერ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის და საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, დაიგეგმა რეზიდენტების მორიგი შეხვედრა!
შეხვედრა ტრადიციული ხასიათისაა და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა და მოისმინოს ინფორმაცია პათოლოგიური ანატომიის ჭრილში მათთვის საინტერესო საკითხებზე. განიხილება სპეციფიკური დიაგნოსტიკური მიდგომები და პროტოკოლები, რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები და პრაქტიკოსი პათოლოგანატომებისათვის, ასევე სხვა სამედიცინო დარგების პროფესიონალებისათვის.

შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი
შეხვედრის თარიღი: 13/06/18
შეხვედრის დრო: 18:00სთ

____

კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის უცნაური მორფოლოგიური პრეზენტაცია დანამატი სტრუქტურების მიკროცისტური კარცინომის მიმიკრიით – დავითაშვილი რევაზი, PGY1

საინტერესო შემთხვევის განხილვა – წიკლაური ანდრია, PGY2

უკან