სარეზიდენტო მზადების პროგრამის „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია" რეზიდენტებისა და ხელმძღვანელების მიერ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის და საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, დაიგეგმა რეზიდენტების მორიგი შეხვედრა!
შეხვედრა ტრადიციული ხასიათისაა და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა და მოისმინოს ინფორმაცია პათოლოგიური ანატომიის ჭრილში მათთვის საინტერესო საკითხებზე. განიხილება სპეციფიკური დიაგნოსტიკური მიდგომები და პროტოკოლები, რაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები და პრაქტიკოსი პათოლოგანატომებისათვის, ასევე სხვა სამედიცინო დარგების პროფესიონალებისათვის.
შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი
შეხვედრის თარიღი: 16/05/18
შეხვედრის დრო: 18:00სთ
მოხსენებები:
უროთელური კარცინომა – ინვაზიური pT1 პაპილური კარცინომის გაუმჯობესებული სისტემა – ველთაური გვანცა, PGY1
ციფრული პათოლოგია – მიმოხილვა – წიკლაური ანდრია, PGY1
დიაგნოსტიკური მეთოდები ჰემატოლოგიურ პათოლოგიაში– ღუჭაშვილი თამარი, ექიმი – პათოლოგანატომი